ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 30 წლის ფეხბურთელმა "ლას პალმასი" პირადი მიზეზების გამო დატოვა. დღეს საღამოს ის პრესკონფერენციას გამართავს, რომლის დროსაც ამ გადაწყვეტილების ზუსტ მიზეზზე ისაუბრებს და გულშემატკივრებს დაემშვიდობება.
კევინ-პრინს ბოატენგი, რომელსაც "ჰერტაში", "ტოტენჰემში", დორტმუნდის "ბორუსიაში", "მილანსა" და "შალკეში" უთამაშია, "ლას პალმასს" 2016 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში მან 29 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.