"დღეს ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩავატარე და ასეთ რამეს არ ველოდი. იქ, საიდანაც მე მოვედი, განსხვავებული, ძალიან ცივი ხალხი ცხოვრობს. არ ვიცი, რამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა ვარჯიშს, მაგრამ ისინი უფრო ხმაურობდნენ, ვიდრე სანკტ-პეტერბურგის სტადიონზე 50 ათასი ქომაგი.
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ გადმოვედი. ესპანეთში თამაში მინდოდა და "ბეტისზე" უკეთეს გუნდს ვერ შევარჩევდი", - ციტირებს 30 წლის საყრდენი ნახევარმცველის სიტყვებს სევილიელთა ოფიციალური ვებგვერდი.
ხავი გარსია "რეალის" სკოლის