"ჩემი ყოფილი ფეხბურთელებიდან ყველაზე ნიჭიერია. ტექნიკურია. როდესაც ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს ეპოქა დასრულდება, აუცილებლად იქნება "ოქროს ბურთის" პრეტენდენტი".
უსმანაზე დიდ იმედებს ამყარებს "ბარსას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე. მისი თქმით, ამ ყმაწვილს მარცხნივაც შეუძლია თამაში, მარჯვნივაც და ცენტრშიც, ტექნიკურია, გუნდს წაადგება და მისი შეძენა ახარებს.