ზინედინ ზიდანი: გაცუდებული მომენტებისთვის ბენზემასთვის საყვედური არავის არ უთქვამს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ვალენსიასთან" შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა:

"ურიგოდ არ გავრჯილვართ, თუმცა შედეგი ჩვენთვის მთლად კარგი არაა. მოწინააღმდეგეს ორგანიზებული გუნდი ყავს. მიუხედავად ამისა, გამარჯვება შეგვეძლო. ადვილი არაა მაშინ თამაში, როდესაც აგებ.

ამდენად, ჩემს ფეხბურთელებზე აუგი არ მეთქმის. მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და მესამე ბურთის შეგდებაც შეეძლოთ.

ბენზემასთვის გაცუდებულ მომენტებზე საყვედური არავის არ უთქვამს. კი, ვერ გაიტანა, მაგრამ მის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. მომენტის გამოუყენებლობისათვის მოთამაშის გაკიცხვა არ შეიძლება. იმედია, ასენსიოს თამაშით კიდევ არაერთხელ მივიღებთ სიამოვნებას".
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგა,ყველაფერი ფარდობითია,მაგრამ შენ არამეული დიდებულად გამოგდის.არ ვხუმრობ, ყველაფერი რომ შედარებითია,იმის გათვალისწინებით.
სოსო
29 აგვისტო 2017 21:54
0
ბენზემას ძირითდში არ დააყენებს ფრანგული "ლილიც" კი...
ბესო
28 აგვისტო 2017 12:56
2
ბესო ფეხბურთი ისე გესმის როგორც მე არამეული ენა და მოდი სხვა სპორტზე გადადი
გოგა
28 აგვისტო 2017 17:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული