3 დღის წინ, "სოსიედადთან" მოგებულ შეხვედრაში, "რეალმა" პელეს ლეგენდარული "სანტოსის" რეკორდი გაიმეორა, გაიტანა რა გოლი ზედიზედ 73 შეხვედრაში, თუმცა "სამეფო კლუბმა" ამ რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოახერხა.
ზინედინ ზიდანის გუნდი, რომელსაც დისკვალიფიკაციამოხდილი კრიშტიანო რონალდო დაუბრუნდა, "ბეტისთან" მატჩში დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მადრიდელებმა, შეხვედრის მიწურულს, შტურმის
ეს არის პირველი შემთხვევა 2011 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც "რეალმა" ლა ლიგის ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა ვერ მოიგო, ხოლო 1969 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მადრიდელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ 3 ფრე ითამაშეს. შედეგად, "რეალი" ცხრილის სათავეში მყოფ უდანაკარგო "ბარსელონას" უკვე 7 ქულით ჩამორჩება.
მიმდინარე სეზონში პირველად, ზედიზედ 2 თამაში მოიგო მეორე მადრიდულმა გუნდმა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" შინ 3 ქულით ბილბაოდან დაბრუნდა.
პიველად მოიგო "დეპორტივომ". ლა კორუნიელემა "ალავესს" სძლიეს, რომელიც ჯერ კიდევ უქულოა.
ბილბაო-ატლეტიკო 1:2
გოლები: 0:1 კორეა 55, 0:2 კარასკო 73, 1:2 გარსია 90+2
ლეგანიესი-ჟირონა 0:0
დეპორტივო-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 ლუიზინიო 45+1
რეალი-ბეტისი 0:1
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო (ლუკასი 72), მოდრიჩი (ბორხა 72), კაზემირო, კროოსი, ისკო (ასენსიო 67), რონალდო, ბეილი
გოლი: 0:1 სანაბრია 90+4
სევილია-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 ნავასი 83