ცნობილი გახდა ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე 20 გუნდის სახელფასო ბიუჯეტები. ყველაზე მეტ თანხას ფეხბურთელების ხელფასებზე "ბარსელონა" ხარჯავს - წელიწადში 507 მილიონი ევრო. მეორე ადგილზეა მადრიდის "რეალი", რომელიც კატალონიელებს 7 მილიონით ჩამორჩება (500 მილიონი). მესამე პოზიცია უკავია მადრიდის "ატლეტიკოს" 238 მილიონი ევროთი.
ყველაზე ნაკლებ თანხას ფეხბურთელებზე "ხეტაფე" ხარჯავს - წელიწადში 29 მილიონ ევროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"