ჟერარდ პიკეს პრესკონფერენცია - კატალონია, ესპანეთის ნაკრები და რამოსი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"შესაძლოა, არსებობენ რადიკალი ჟურნალისტები, რომლებსაც სურს, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოვიგოთ.

მე კი მსურს, ადამიანებმა ნახონ, რომ თანმიმდევრული ვარ და ვიცავ იმას, რისიც მჯერა და პატივს ვცემ იმას, რასაც სხვები სხვანაირად ფიქრობენ. მე მხოლოდ პატივისცემას ვითხოვ.

ესპანეთსა და კატალონიას შორის ურთიერთობა მშობლებისა და 18 წლის შვილის ურთიერთობას ჰგავს, რომელსაც სახლიდან წასვლა სურს. მთავრობას ორი გზა აქვს:

მიუსხდნენ მაგიდას და დიალოგი წამოიწყონ ან არ გააკეთონ ეს და შვილი წავიდეს.

ყველა ამბავი ჩემსა და რამოსს შორის კონფლიქტზე ტყუილია, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერი რიგზე გვაქვს. უფრო მარტივია თქმა, რომ ჩვენ შორის მანძილი გაიზარდა ან რომ კამათი გვაქვს და ა.შ.

მოდით, დავასრულოთ ეს სპეკულაცია, საკმარისია. ჩვენ შორის უთანხმოება არ არსებობს.

ჩემი შესაძლო წასვლა ესპანეთის ნაკრებიდან საქმესთან კავშირში არაა. პირიქით, მე მსურს ნაკრებში თამაში მუნდიალი 2018-ის შემდეგაც.

მინდა ყველაზე კარგ და სასიამოვნო მომენტში წავიდე და არა უკანა კარიდან.

ახლა წასვლა ნიშნავს, რომ მათ, ვინც მისტვენს და შეურაცხყოფას მაყენებს, გაიმარჯვეს. მე ეს არ მსურს. ეს გუნდი და ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ოჯახია. მინდა, მათ გვერდით ვასპარეზობდე.

არაფერს ვნანობ, რაც აქამდე მითქვამს. ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენი გარემოს ზეგავლენის ქვეშ ვართ და ჩვენი აზრის გამოთქმა შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ კატალონიელებს უნდა ჰქონდეთ უფლება, საკუთარი მომავალი აირჩიონ ხმის მიცემით და სხვებს პატივი სცენ.

მოდით, ვისაუბროთ. ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ კატალონიის დამოუკიდებლობის, შეუძლიათ ესპანეთის ნაკრებში თამაში.

თქვენ შეგიძლიათ გინდოდეთ თქვენი ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გამოდიხართ.

ეს მე არ მეხება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ხალხი ესპანეთის წინააღმდეგ არ გამოდის და აღიარებენ, რომ ის სავსეა კარგი ადამიანებით.

ყველას შეუძლია გამოთქვას აზრი აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. რატომ არ შეუძლიათ ფეხბურთელებს იმავეს გაკეთება? არასდროს დამიყენებია ჩემი თავი რომელიმე მხარეს. მე ვთქვი, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, მისცენ ხმა - "კი" ან "არა" ან უბრალოდ, გააფუჭონ საკუთარი ბიულეტენი. სულ ეს არის.

სტვენა? მივეჩვიე ამას, თუმცა ეს მტკივნეულია. თანავუგრძნობ ჩემს თანაგუნდელებს, რომლებსაც ამის ატანა მოუწევთ.

ისინი, ალბათ, უკვე უნდა დაიღალონ ჩემზე საუბრით. ამიტომ დავნიშნე ეს პრესკონფერენცია, რომ ყველა კითხვას პასუხი გავცე.

მედიაში ბევრი ტყუილი იყო ჩემსა და რამოსზე, მაგრამ ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.

ვფიქრობდი კარიერის დასრულების შესახებ, რადგან თანაგუნდელებს გაუადვილდებოდათ, მაგრამ მაშინ ვინც უსტვენდა, ისინი გაიმარჯვებდნენ.

იყო შერაცხყოფილი, არასასიამოვნოა, მაგრამ ეს გამოწვევაა ჩემთვის. ბევრ ადამიანს ესპანეთში სურს მოლაპარაკება და დიალოგი.

მაგრამ ახლა კონცენტრაცია პარასკევის სამ ქულაზე უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ესპანეთის ნაკრებში 15 წლიდან ვთამაშობ და ნაკრები ჩემთვის ოჯახივითაა. ესპანეთის ნაკრების მიმართ ჩემი ერთგულების ეჭვქვეშ დაყენება არ ღირს. ძალიან ვამაყობ ყველა ტიტულით, რომელიც ნაკრებთან ერთად მოვიგე", - თქვა პიკემ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
აზრზე არ ხართ!...გაეცანით ისტორიას!...თავისუფლება კატალონიას!...თავისუფლება ბასკეთს!...
ქუთაისი
08 ოქტომბერი 2017 20:58
1
კატალონიელების სახით უმადურობა მძულს, ეგ სეპარატისტები ქართველების ბედში უნდა ჩააგდო რომ დააფასონ ესპანეთის შემადგენლობაში ყოფნა. რაც შეეხება ბარსას, ის ესპანეთშია ბარსა თორემ ინგლისსა და საფრსნგეთში, მით უფრო იტალიაში ჩემი ფეხები იქნება, ამჟამინდელი და მომავალი მესიებიც დატოვებენ მას და დაადებენ . იქნება ერთი საშუალო გუნდი.
ატო
05 ოქტომბერი 2017 15:55
2
სწორედ ისტორიის არცოდნაა როცა საქართველოს და სსრკ-ს, ან საქართველოს და რუსეთის იმპერიის ურთიერთობას ურევს ვინმე ესპანეთის სამეფოს შიდა საქმეებს; ესპანეთიც იყო იმპერია და შეწყვიტა არსებობა ამ იმპერიამ 19 საუკუნეში შეყწვიტა არსებობა (სამხრეთ ამერიკის კოლონიებს ვგულისხმობ); არაგონიის სამეფოს ნაწილი იყო ბარსელონას საგრაფო, როცა ფერდინანდ არაგონიელმა მოიყვანა ცოლას იზაბელა კასტილიელი, შეიქმნა ერთიანი ესპანეთის სამეფო; მათი ვითომ დამოუკიდებლობის ბრძოლა 18 საუკუნეში იყო ვინ გახდებოდა მონარქი ჰაბსბურგი, თუ ბურბონი, ესენი ჰაბსბურგების ბანაკში აღმოჩნდნენ (საქმე ეხებოდა ესპანეთის მეფე ვინ იქნებოდა!!!); რაფა ნადალმა თქვა კაცური სიტყვა (ბიძა ბარსას კაპიტანი იყო) მე ბალეარელი ვარ, ვიღაცა ასტურიელი, ვიღაცა კატალონიელი, არაგონელი, კასტილიელი, ანდალუსიელი, მაგრამ ჩვენ ყველანი ესპანელები ვართო; დუტუ მეგრელის ლექსი გაიხსენეთ...
morte
05 ოქტომბერი 2017 12:05
1
მაშინ შენ საქართველოც უნდა გძულდეს, რადგან საბჭოთა კავშირის დროს საქართველოსაც უნდოდა გამოყოფა და გამოვიდა კიდეც. მაშინ ჩვენ სეპარატისტებს გვეძახდნენ.მხოლოდ დღევანდელი ამბავით ნუ ზომავ
zaza-s
05 ოქტომბერი 2017 09:47
5
აჭარას არ აქვს ავტონომია? ნუ მსჯელობთ იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ? სულ ეგრე მარტივად არის საქმე აი..! მართლაც რომ, vai vai vai..!
-------
05 ოქტომბერი 2017 15:15
0
ეაქართველო სახემწიფოა და საბჭოთა კავშირიდან გავიდა და ბარცელონას ესპანეტიდან გამოყოფა სურს ანუ ვითომ მცოდნეებს აგიხსნით აჭარამ ან ზუგდიდმა რო ავტონომია მოგთხოვოს მაგას ითხოვენ კატალონიელები რაც დაუშვებელია.....!
vai vai vai
05 ოქტომბერი 2017 11:52
2
ყველა გამოხმაურება
ადამიანიც კარგი ყოფილა!!! ყოჩარ პიკე კარგი პასუხია
----
05 ოქტომბერი 2017 09:18
3
ამიტომ მძულს ბარსა რადგან სეპარატისტების ბუდეა...
zaza
04 ოქტომბერი 2017 23:59
8
არა შენ იმიტომ გძულს,რომ ბარსა რეალს ხმარობს.
koka
05 ოქტომბერი 2017 01:47
5
რას ერჩი, უნდა კატალონია ესპანეთში იყოს თავისუფალი
givi
04 ოქტომბერი 2017 17:37
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული