გაბი: ევროპა ლიგა ნაგავი ტურნირია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ყარაბაღთან" ორივე მატჩში ფრეს დასჯერდა, გაირთულა სატურნირო მდგომარეობა და აი, რა უთხრა ამასთან დაკავშირებით მისმა კაპიტანმა გაბიმ Sport.es-ს:

"პირადად მე კი წამადგა ადრე ევროპა ლიგაზე თამაში, მაგრამ ნაგავი ტურნირია. თუ მოგვიწია ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მოგებისთვის ვიბრძოლებთ.

ცუდი ისაა, რომ ახლა ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. "რომას" დამარცხებას უნდა ვეცადოთ და "ყარაბაღის" მიერ "ჩელსისთვის" ქულების ართმევის იმედი უნდა ვიქონიოთ. დღევანდელი მდგომარეობით ჯგუფიდან ვერ გავდივართ. შანსი გვრჩება, მიზერული".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული