კარიმ ბენზემა ჟოზე მოურინიოს იმიტომ გაუნაწყენდა, რომ კატას შეადარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ AS-ს გაუმხილა, თუ რატომ გაუფუჭდა გუნდის ყოფილ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა:

"ერთხელ, პრეს-კონფერენციაზე ჩემზე თქვა, კარგია ძაღლით სანადიროდ წასვლა, მაგრამ თუ ძაღლი არა გყავს, კატით მოგეწვს ნადირობაო. ასე მგონია, სასაცილოდ მოეჩვენა. არადა, იქამდე ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ამის გამო მისი პატივისცემა დავკარგე.

ერთი საათი ველაპარაკე და სათქმელი ვუთხარი. ამის შემდეგ ძაღლები და კატები არ უხსენებია.

ბუნებით მშვიდი ვარ, მაგრამ დაცინვას არავის არ ვაპატიებ. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული