ითამაშებს თუ არა რონალდო "ელ კლასიკოში''? - ზინედინ ზიდანის კომენტარი

AutoSharing Option
ხვალ, თბილისის, დროით 16:00 საათზე, მთელი მსოფლიოს ყურადღება "სანტიაგო ბერნაბეუსკენ" იქნება მიპყრობილი, სადაც "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა. რა თქმა უნდა, მან საუბარი რონალდოს ტრავმის შესახებ დაიწყო.

"რონალდო 100%-ით ჯანმრთელია, ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება.

არის თუ არა ეს მატჩი განსაკუთრებული? არაფერი მნიშვნელოვანი, ჩვენ, როგორც ჩვეულებრივი თამაშისთვის, ისე ვემზადებით და მხოლოდ სამი ქულისთვის ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, "ელ კლასიკოს" მოგება როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის, ორმაგად სასიამოვნოა", - აღნიშნა ზიდანმა.

მომზადებულია football-espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული