იკერ კასილიასი შეიძლება იანვარში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

AutoSharing Option
როგორც იცით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილარი კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულია, მისი პოსტი კი დღემდე ვაკანტურია.

ესპანეთის მთავრობას სურს პრეზიდენტად თავისი კანდიდატი გაიყვანოს, ფიფამ კი გააფრთხილა, რომ დამოუკიდებელი საფეხბურთო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, ესპანეთს მათ ორგანიზაციაში წევრობას შეუჩერებენ, ხოლო გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის უფლებას არ დართავენ.

მოკლედ, არაა გამორიცხული, ფურია როხას მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა აუკრძალონ.

თუმცა, როგორც ჩანს, ესპანეთის მთავრობას მუქარისა არ ეშინია და პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი "პორტუს" 36 წლის გოლკიპერთან იკერ კასილიასთან
აწარმოებს მოლაპარაკებას. ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ გეტყვით, რომ შესაძლოა მალე იკერმა თამაშს თავი დაანებოს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული