ფერეირა-კარასკოს გაყიდვის სურვილის შესახებ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელებმა რამდენიმე ინგლისურ კლუბს ამცნეს. ბელგიელის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნსაც" სურს.
სატრანსფერო ბაზარზე ფერეირას ფასი 40 მილიონი ევროა. 24 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში 18 მატჩი გამართა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.