RAC1: ოთხშაბათს "კამპ ნოუზე" იერი მინას პრეზენტაცია გაიმართება

AutoSharing Option
ცნობილმა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ფაუსტინო ასპრილიამ თანამემამულე მცველს იერი მინას გუშინ მიულოცა "ბარსელონაში" გადასვლა, ახლა კი RAC1 იუწყება, რომ "ბარსამ" 23 წლის მცველი 12 მილიონ ევროდ შეიძინა და პრეზენტაციას ოთხშაბათს, 10 იანვარს "კამპ ნოუზე" მოუწყობს.

შეგახსენებთ, ორშაბათს ამავე არენაზე "ლივერპულისგან" ნაყიდ ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს წარადგენენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული