სწორედ ამ ფონზე, "ნუმანსიასთან" მატჩის შემდგომ ფრანგმა სპეციალისტმა სასხვათაშორისოდ თქვა - ახალი კონტრაქტი 2020 წლამდე უკვე გავაფორმეო. ამით "რეალს" პრესაში ზიდანის მომავალთან დაკავშირებით აჟიოტაჟის თავშივე "ჩაკვლა" სურს, თუმცა ზინედინი ფიცხი კია, მაგრამ რეალობის გრძნობას არ კარგავს: "ახალი კონტრაქტი უკვე გავაფორმე. ის უკვე ხელმოწერილია. "რეალში" მუშაობა
ხელშეკრულება გახანგრძლივებულია, მაგრამ ეს არაფრის გარანტია არ არის. მე მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობ", - ამბობს ფრანგი.
"რეალს" კი შაბათს არ ელის იოლი გასეირნება - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვილიარეალი" ჩადის.
ვინაიდან, ვალენსიური კლუბი მეექვსეა ცხრილში, გამოდის, რომ "სამეფო კლუბი" უშუალო კონკურენტს ხვდება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.
მასპინძლებს არ ეყოლებათ ტრავმირებული კაპიტანი სერხიო რამოსი. დიდი ალბათობით, არ იქნება არც ქარიმ ბენზემა. სტუმრებს არც ბრუნო სორიანო ეყოლებათ და არც რობერტო სორიანო, ასევე, ნიკოლა სანსონე და ანდრეს ფერნანდესიც.
მიუხედავად ამისა, ვილიარეალი" ძალზე სახიფათოა, "რეალს" კი ქულების დაკარგვის შემთხვევაში, მართლაც საფიქრალი გაუჩნდება ჩემპიონთა ლიგის საგზური.
ტურში კიდევ ერთი ცენტრალური დაპირისპირებაა ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" "ანოეტაზე" ჩადის "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ. ბასკური კლუბი ძალზე უხერხული მეტოქეა ლიდერისათვის. 160 მილიონ ევროდ ნაყიდ ფილიპე კოუტინიოს მოცდა მოუწევს ის ტრავმირებულია და ჯერ ნომერიც არ აქვს ახალ გუნდში.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც შედარებით რეალურად შეუძლია "ბარსასთვის" საჩემპიონო რბოლის გამართვა, "ატლეტიკოა", რომელიც 9 ქულით ჩამორჩება ლიდერს. თუ ბასკეთში "ბარსა" ქულებს დაკარგავს, დიეგო სიმეონეს გუნდი ეცდება, რომ იგივე არ გაიმეოროს ("ატლეტიკოც" ბასკეთს სტუმრობს - "ეიბარს" ეთამაშება) და ჩამორჩენა შეამციროს.
ლა ლიგა. XIX ტური
პარასკევი, 12 იანვარი
ხეტაფე-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 კალა (73)
შაბათი, 13 იანვარი
ჟირონა-ლას პალმასი 16:00
რეალი-ვილიარეალი 19:15
ეიბარი-ატლეტიკო 21:30
დეპორტივო-ვალენსია 23:45
კვირა, 14 იანვარი
ლევანტე-სელტა 15:00
ალავესი-სევილია 19:15
ესპანიოლი-ბილბაო 21:30
სოსიედადი-ბარსელონა 23:45
ორშაბათი, 15 იანვარი
ბეტისი-ლეგანესი 23:59
ბომბარდირები: 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"