ჟორდი ალბა: "რეალს" რომ 19 ქულით ჩამოვრჩენილიყავით, ბარსელონაში დაგვხოცავდნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟორდი ალბამ "მარკას" გაუმხილა, თუ რის ხარჯზე აღწევს მათი გუნდი წარმატებას:

""რეალს" რომ 19 ქულით ჩამოვრჩენილიყავით, ბარსელონაში დაგვხოცავდნენ. ეს ძალიან დიდი ფორაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბლანკოსი ბოლომდე იბრძოლებს.

წაუგებელი მატჩების სერია მთლიანად გუნდის დამსახურებაა. დაცვას ყველა ეხმარება, ყველა იღებს მონაწილეობას პრესინგში და ბურთის ართმევაში. თამაშების ბედს კი ფორვარდები წყვეტენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული