კოუტინიოს სადებიუტო გოლი - "ბარსელონა" ზედიზედ მეხუთედ ესპანეთის თასის ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონამ" "მესტალიაზე" "ვალენსია" 2:0 დაამარცხა და 21 აპრილს ფინალში "სევილიას" შეხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, მცველი ჟერარდ პიკე "ესპანიოლთან" მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ერთი თვე იუქმებსო, "ღამურებთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. სტუმრებმა მასპინძლებს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ, თუმცა შესვენებამდე გოლის გატანა ვერ შეძლეს. "ღამურებს" კი შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ როდრიგომ ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში ერნესტო ვალვერდემ შეცვლაზე ანდრე გომეშის ნაცვლად ფილიპე კოუტინიო შეუშვა და მან ახალ გუნდში ლუის სუარესის გადაცემული ბურთით
პირველი გოლი გაიტანა. ეს "ვალენსიასთვის" პრაქტიკულად დასასრული იყო, ვინაიდან ორი შეხვედრის ჯამში გასამარჯვებლად სამი უპასუხო გოლის გატანა მართებდა.

82-ე წუთზე სუარესი მარცხენა ფლანგზე ორ მცველს გაექცა, რაკიტიჩს საგოლედ უპასა, 2:0 და "ბარსამ" ზედიზედ მეხუთედ უწია ფინალს, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

სულ კი კატალონიელები უკანასკნელ 10 წელიწადში მერვედ გავიდნენ ფინალში (იქამდე 10 წელი ვერ გადიოდნენ). ამას გარდა, თასის გადამწყვეტ მატჩში მეორმოცედ იასპარეზებენ და ესეც რეკორდია. "რეალი" ფინალში 39-ჯერ გავიდა.

ასე და ამგვარად, ასულგრანა "ოქროს ჰეთ-თრიკისთვის" ბრძოლას აგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული