ჟერარდ პიკე და ლუის სუარესი "ლას პალმასთან" არ ითამაშებენ

AutoSharing Option
1 მარტს პრიმერას 26-ე ტურში "ლას პალმასთან" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ "ბარსელონას" ფეხბურთელები ჟერარდ პიკე და ლუის სუარესი.

პიკეს ლა ლიგას 22-ე ტურში "ესპანიოლთან" თამაშისას ნატკენი მუხლი აწუხებს და შეიძლება 27-ე ტურში "ატლეტიკოსთან" მატჩშიც ვერ დაეხმაროს თავის გუნდს. თუმცა, "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში იასპარეზებს.

რაც შეეხება სუარესს, 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, თუ მეხუთე მიიღო, დისკვალიფიცირებული იქნება, როხიბლანკოსთან თამაშის გამოტოვება მოუწევს და ამიტომ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ლას პალმასში არ წაიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული