პიკეს ლა ლიგას 22-ე ტურში "ესპანიოლთან" თამაშისას ნატკენი მუხლი აწუხებს და შეიძლება 27-ე ტურში "ატლეტიკოსთან" მატჩშიც ვერ დაეხმაროს თავის გუნდს. თუმცა, "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში იასპარეზებს.
რაც შეეხება სუარესს, 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, თუ მეხუთე მიიღო, დისკვალიფიცირებული იქნება, როხიბლანკოსთან თამაშის გამოტოვება მოუწევს და ამიტომ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ლას პალმასში არ წაიყვანს.