"ბარსელონას" ფინანსური დირექტორი: შესაძლოა, მესის გამოსასყიდი თანხა ვინმემ გადაიხადოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფინანსური დირექტორის, პანჩო შრიოდერის განცხადებით, დღევანდელ ფეხბურთში ისეთი ვითარებაა, არაა გამორიცხული, ლიონელ მესის გამოსასყიდი თანხა რომელიმე გუნდმა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული არგენტინელის მყიდველს, ახალი კონტრაქტის მიხედვით, 625 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

"ჩემი აზრით, ჩვენ ისეთი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომლითაც წესით, მესიმ კარიერა "ბარსელონაში" უნდა დაასრულოს. თუმცა ასე იყო ნეიმარის შემთხვევაც და ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

რა იქნება მომავალში, ამის თქმა ძალიან ძნელია. მე არ მაქვს ბროლის ბურთი და დღეს სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი სიგიჟეები ხდება", - აღნიშნა შრიოდერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული