შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული არგენტინელის მყიდველს, ახალი კონტრაქტის მიხედვით, 625 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.
"ჩემი აზრით, ჩვენ ისეთი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომლითაც წესით, მესიმ კარიერა "ბარსელონაში" უნდა დაასრულოს. თუმცა ასე იყო ნეიმარის შემთხვევაც და ყველაფერი სხვანაირად მოხდა.
რა იქნება მომავალში, ამის თქმა ძალიან ძნელია. მე არ მაქვს ბროლის ბურთი და დღეს სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი სიგიჟეები ხდება", - აღნიშნა შრიოდერმა.