ანდრეს ინიესტა: თუ ტრავმები არ მექნება...

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ თავის მომავალზე ისაუბრა.

"თუ როდისმე "ბარსელონადან" წავალ, ისეთ კლუბსა და ჩემპიონატში ვითამაშებ, სადაც კატალონიელებს არასდროს დავუპირისპირდები.

ახლა ჩემს თავში ძალიან ბევრი აზრი ტრიალებს. რამდენიმე კვირა მაქვს იმისთვის, რათა გადაწყვეტილება მივიღო.

ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. უკვე ისეთ ასაკში ვარ, როდესაც ყველაფერი იცვლება და შენთვის რამდენიმე სხვა კარი იხსნება.

თუ ტრავმები არ მექნება, ჩემს თავს მომდევნო ორი წლის განმავლობაში "ბარსელონაში" კიდევ ვხედავ", - აღნიშნა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა შესაძლოა, "ბლაუგრანას" რიგები
დატოვოს.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული