მეგობარო, შენ ახლა სხვა ცხოვრებაში გადადიხარ - ჩავის ემოციური წერილი ინიესტას

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავიმ ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს, ანდრეს ინიესტას ემოციური წერილი მიუძღვნა, რომელიც "მარკამ" გამოაქვეყნა.

"ძალიან კარგად მახსოვს პირველი დღე, როდესაც ინიესტას თამაში ვნახე. ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი და ჩემთან ხალხი მოდიოდა და მეუბნებოდა: "ჩავი, ნახე, აქ არის ბიჭი, რომელსაც შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს და ის შენ ძალიან გგავს".

როდესაც მე მის სანახავად მივედი, გაოცებული დავრჩი. გავიფიქრე: ღმერთო, რა დიდებულია! ეს ბიჭი მე არ მგავს.

ის დრიბლინგს უფრო კარგად ასრულებდა და უფრო კრეატიული იყო. ინიესტა ბურთთან ერთად ბრწყინვალედ გადაადგილდებოდა.

მას
შეეძლო 4, 5 ანდაც 10 ახალგაზრდა ფეხბურთელის წინააღმდეგ ეთამაშა და ყველა გაოცებული დაეტოვა.

მას შეეძლო ბურთის გარეშე ისეთი მოძრაობები გაეკეთებინა, რომ მას საერთოდ არც კი შეხებოდა. მისი ყურება უბრალოდ დიდი შოუ იყო.

ჩემთვის ინიესტა ყველაზე დიდი ტალანტია ესპანურ ფეხბურთში, რაც კი მე მინახავს.

ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, ჯანდაბა, ის ჩვენზე 4 წლით უმცროსია, თუმცა თანდაყოლილი ტალანტი აქვს.

თუ ინიესტას მიუდგებით, როგორც პიროვნებას და გაითვალისწინებთ მის საქციელს, აღმოაჩენთ, რომ ანდრესი მოედანს გარეთაც დიდებული პიროვნებაა.

შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში. რა სჯობს იმას, შენ გვერდზე ლეო მესი და ანდრეს ინიესტა იდგნენ.

ჩვენ ერთმანეთს უთქმელად ვუგებდით და დიდებული კომუნიკაციის უნარი გვქონდა.

"ბარსელონა" უბრალოდ დიდებული გუნდია და ინიესტაც ამ დიდების ნაწილია. როდესაც დღეს ვუყურებ, როგორ ხარჯავენ ფეხბურთელებში კოლოსალურ თანხებს, გული მერევა.

მეგობარო, შენ ახლა სხვა ცხოვრებაში გადადიხარ... მე ევროპული ფეხბურთისგან შორს ვარ. ის, რასაც დღეს მე ვლაპარაკობ, ინიესტასთვის შესაძლოა, ცოტა უცნაური იყოს, მაგრამ როდესაც იგი "ბარსელონას" დატოვებს, ნათქვამს მიმიხვდება.

მან მოიგო ყველაფერი, ჰქონდა დიდებული კარიერა, მას ყველა აღმერთებს...

როდესაც ინიესტა თავის კარიერას გადახედავს, მას შეუძლია იამაყოს", - ამბობს ჩავი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ორივე ამ ფეხბურთელს იმ დიდი სიამოვნებისთვის რაც წლების მანძილზე მიანიჭეს ფეხბურთის გულშემატკივარს. ის წლები მთელი ეპოქა იყო
levani
16:17 21-05-2018
0

სიახლეები პოპულარული