ხავიერ ტებასი: პრიმერა 4 წლის შემდეგ მესისა და რონალდოს წასვლით ძალიან არ დაზარალდება

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, თუ როგორ იმოქმედებს ესპანეთის ჩემპიონატზე გარკვეული პერიოდის მერე "ბარსელონას" ფორვარდის ლეო მესის და "რეალის" თავდამსხმელის რონალდოს მიერ ფეხბურთელის კარიერის დასრულება:

"ამ ორი ფეხბურთელის ჩვენს ლიგაში თამაში დიდი ბედნიერებაა. ჩვენს ჩემპიონატზე მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელია. ისინი მსოფლიოს ორ საუკეთესო გუნდში ასპარეზობენ, სხვაგან კი არა.

რომ გითხრათ, როდესაც თამაშს თავს დაანებებენ, არაფერი არ მოხდება-თქო, მოვიტყუები. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ამ დღისათვის ვემზადებით, რათა არ დავზარალდეთ. მადლობა ღმერთს, ისინი კიდევ 4-5 წელი ითამაშებენ.

ეს რომ დღეს მოხდეს, პრიმერა მაგრად დაზარალდება, 4 წლის შემდეგ კი არა, ვინაიდან ამაზე ვმუშაობთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
სწორედ მათი დაპირისპირება ამშვენებს ბოლო 10 წელია მსოფლიო ფეხბურთს.მათ მაგარი ისტორია შექმნეს
თემო
19:34 18-04-2018
0
მართალია, მსაჯები დარჩებიან
მოსე კალანკატუელი
20:06 14-04-2018
0

სიახლეები პოპულარული