სერხიო რამოსმა "რეალის" 4 ფეხბურთელს უთხრა ბარგი ჩაალაგონ

AutoSharing Option
Tribalfootball-ის ცნობით, "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ახალგაზრდა თანაგუნდელებს კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის დანაბარები გადასცა.

ბლანკოსის პრეზიდენტმა გუნდის წმენდა გადაწყვიტა და პირველ რიგში ტრანსფერზე მცველ ხესუს ვალეხოს, ნახევარმცველებს მარკოს ლორენტეს და დანი სებალიოსს და თავდამსხმელ ბორხა მაიორალს დააყენებს.

რამოსი ოთხივეს გაესაუბრა, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება აუწყა და ახალი გუნდების დროულად მოძებნა ურჩია.

პერესი და მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ ამ კვარტეტს გუნდში მომავალი არა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული