ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ოსასუნა" "ატლეტიკოსთან" 0:5 განადგურდა. შეხვედრა "ელ-სადარის" სტადიონზე გაიმართა.
პირველი გოლი მატჩის 27-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში დიეგო კოსტას ასისტით ფელიქსმა დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე ექტორ ერერას ზუსტი პასით მარკოს ლორენტემ ანგარიში 3-მდე გაზარდა. რამდენიმე წუთში ლორენტემ ჯერ ალვარო მორატას გაატანინა გოლი, ხოლო შემდეგ - კარასკოს.
"ატლეტიკო" 49 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე განთავსდა.