გვარდიოლა თავიდან ნერვიულობდა - ხავიმ ახსნა, როგორ გაანადგურა "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავიმ ახსნა, თუ როგორ გაანადგურა ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" 6:2.

"ეს იყო თამაში, სადაც გვარდიოლამ მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დააყენა. მან იცოდა, რომ როდესაც არგენტინელი სათამაშოდ ცენტრში ჩამოიწევდა, მას "რეალის" ნახევარმცველები არ შეავიწროებდნენ.

შესაბამისად, მესის, ინიესტას და ჩემ წინააღმდეგ მხოლოდ 2 ნახევარმცველი იქნებოდა.

გვარდიოლა განუწყვეტლივ გვიმეორებდა: "იყავით იქ, სადაც თამაშია!".

ხავიმ ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც გვარდიოლა "ბარსელონაში" პირველად მივიდა.

"მაშინ პეპის სამწვრთნელო უნარებთან დაკავშირებით ბევრს ეჭვი ეპარებოდა. ეჭვები იმანაც გაამყარა, რომ სეზონის დასაწყისში
პირველ მატჩში დავმარცხდით, ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ დავასრულეთ.

თუმცა, მე იმ დროსაც ვამბობდი, რომ ჩვენი სამწვრთნელო პროცესის შემხედვარე, დარწმუნებული ვიყავი, ბევრ ტიტულს მოვიგებდით.

პეპი თავიდან ნერვიულობდა, შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ჩვენ არაერთი ტიტული მოვიგეთ", - აღნიშნა ხავიმ.

▶ ხავის უნდა პეპ გვარდიოლას თანაშემწე გახდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული