დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღეა - ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" ემოციურად დაემშვიდობა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა სეზონის ბოლოს კატალონიურ გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ესპანელმა ოფიციალურად განაცხადა.

"ეს "ბარსელონაში" ჩემი უკანასკნელი სეზონია. ამ გადაწყვეტილების მიღებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი.

ჩემთვის "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელმაც ყველაფერი მომცა.

დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღეა. ვემშვიდობები კლუბს, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი.

ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც ჩემ აღმოჩენასა და დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი", - აღნიშნა ინიესტამ.

ინიესტა "ბარსელონას" მაისურს 1996 წლიდან ირგებს და ამ დროის განმავლობაში 670 მატჩიც ჩაატარა. მან გუნდთან ერთად
31 ტიტული მოიგო.

▶ ცრემლები და ოვაციები - როგორ გააცილეს ინიესტა "ბარსელონას" და "სევილიას" ფანებმა [VIDEO]
▶ ხოსე მანუელ პინტო: ინიესტა ჩემთვის მეფესთან ასოცირდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
2010 წელს მესი რატო გახდა საუკეთესი ფეხბურთელი დღემდე ვერ გამიგია!!!
Musenbezi
27 აპრილი 2018 19:49
3
ამ უდიდეს ფეხბურთელს ოქროს ბურთი არ აღირსეს
დიმა
27 აპრილი 2018 17:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული