ჟორდი ალბა: ჩვენ "რეალს" საჩემპიონო კორიდორი გავუკეთეთ, მათ კი ზემოდან აუკრძალეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟორდი ალბამ "მუნდო დეპორტივოსთვის" მიცემულ ინტერვიუში იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ "რეალი" საჩემპიონო კორიდორს არ გაუკეთებს:

"რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ამას გააკეთებდა. ეს ჩვენ "ბერნაბეუზე" უკვე გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ზემოდან უბრძანეს და გადაწყვეტილება ფეხბურთელებს არ მიუღიათ.

ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. ვისაც უნდა, იმას უნდა სცეს პატივი. ჩვენ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არ გვითამაშია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული