Marca: მადრიდის "ატლეტიკო" დიდ დაბრუნებას ამზადებს

AutoSharing Option
გავლენიან ესპანურ სპორტულ გამოცემა "მარკას" თუ დავუჯერებთ, მადრიდის "ატლეტიკომ" "მანჩესტერ სიტისთან" სერხიო აგუეროს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

"როხიბლანკო" ანტუან გრიზმანის შემცვლელს აქტიურად ეძებს, რომელიც ზაფხულში, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" გადაინაცვლებს.

"კუნი" ახლა მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზეა გადართული და როგორც ირკვევა, გადაწყვეტილებასაც მუნდიალის დასრულების შემდეგ მიიღებს.

აგუერო მადრიდის "ატლეტიკოში" 2006-11 წლებში უკვე ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული