ლა ლიგა. ბოლო ტური: გამოთხოვება ლეგენდებთან - ანდრესი წავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის 87-ე გათამაშება დასრულებულია - ჩემპიონატი 25-ედ "ბარსელონამ" მოიგო, თუმცა ეს ჯერ კიდევ ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გადაწყდა ოფიციალურად, რეალურად კი - კიდევ უფრო ადრე.

ჩემპიონატს რამდენიმე ვარსკვლავი გამოემშვიდობა, თუმცა ანდრეს ინიესტას და ფერნანდო ტორესს ცალკე გამოვყოფთ.

"სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის "გენერალური რეპეტიცია" ვალენსიის მხარეში მოიწყო - ზინედინ ზიდანმა "ვილიარეალთან" საბრძოლო შემადგენლობა დააყენა...

ერთი გამონაკლისის გარდა - კარში ზიზუმ ლუკა ჩააყენა, საკუთარი შვილი. მეორე ტაიმში მის კარში ორი გოლი გავიდა და "რეალმა" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 2:2. "რეალმა"
სეზონი მისთვის ასე უჩვეულო, მესამე ადგილზე დაასრულა.

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "ლუკას დებიუტის გამო გახარებული ვარ, როგორც მწვრთნელი და როგორც მამა. იქნება თუ არა ეს შემადგენლობა კიევში? ამაზე ჯერ არაფერს ვიტყვი, ბეილი ბოლო დროს შედეგიანად თამაშობს. ლა ლიგაში ვერაფერი გავაწყვეთ. ასე რომ, მოხარულები ვართ, რომ ლიგის ფინალში გავედით და ახლა მისი მოგება გვსურს".
"ბარსამ" ფილიპე კოუტინიოს ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო "რეალ სოსიედადს", მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი ამ მატჩში. 82-ე წუთზე ანდრეს ინიესტა გასახდელისკენ, "კამპ ნოუს" ოვაციების თანხლებით გაემართა. ეს იყო მისი უკანასკნელი მატჩი "ბარსელონას" მაისურით.

ლეგენდარულ ნახევარმცველს ბასკმა ფეხბურთელებმა მატჩამდე საპატიო დერეფანი მოუწყეს. ანდრესი 2002 წლიდან იცავდა "ბარსას" ღირსებას და მასთან ერთად 9-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ამ თამაშის მერე დაგვემშვიდობა "სოსიედადის" კაპიტანი ჩაბი პრიეტოც.
ფაქტები

  • ლა ლიგის სეზონის მე-1 000 გოლი მაქსი გომესის (სელტა) ანგარიშზეა.
  • მაქსი გომესმა ამ სეზონში "სელტას" 20 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა - 17 გოლი, 3 საგოლე პასი.
  • ვისამ ბენ იედერმა (სევილია), ხოაკინ კაპაროსის ხელმძღვანელობით, 3 თამაშში 3 გოლი გაიტანა.
  • გარეთ ბეილმა 2016 წლის მერე პირველად გაიტანა ზედიზედ 4 მატჩში.
  • "რეალი" "ვილიარეალთან" ბოლო 8 საგარეო მატჩში, 2015 წლის მერე დაუმარცხებელია.
  • ამ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი ლიონელ მესიმ (ბარსელონა) და ფილიპე კოუტინიომ (ბარსელონა) გაიტანეს - 8-8. კოუტინიომ 8-დან 4 შორეული გოლი "ლივერპულის" მაისურით გაიტანა.
  • ანდრეს ინიესტამ პირველ ტაიმში ყველაზე მეტი, 55 პასი გააკეთა.
  • ანდრეს ინიესტაზე (674) მეტჯერ "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ ჩავი ერნანდესმა (767) ითამაშა.
  • ფერნანდო ტორესის პირველიდან 128-ე გოლამდე 6 195 დღე გავიდა. პირველი გოლი მან 2001 წელს "ალბასეტეს" გაუტანა.
  • სიმონე ძაძამ ჩემპიონატი 13 გოლით დაასრულა. ეს მისი საუკეთესო მიღწევაა მას მერე, რაც სერია B-ში "ასკოლის" მაისურით 18 გოლი გაიტანა (2012/13 წწ.).
ბომბარდირი: 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
სხვები: 26 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - იაგო ასპასი (სელტა); 21 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა კაპიტანო
რა მნიშვნელობა ააქვს
00:22 22-05-2018
0

სიახლეები პოპულარული