43 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში სათავეში "ჟირონას" ედგა. "რამოს სანჩეს პისხუანის" ბინადრებმა გასულ წელს სამი დამრიგებელი გამოიცვალეს.
გუნდს ჯერ ედუარდო ბერიცო, შემდეგ ვინჩენო მონტელა, ბოლოს კი ხუაკინ კაპაროსი წვრთნიდა.
რაც შეეხება ანდალუსიელთა ბანაკში მომხდარ კიდევ ერთ სიახლეს, ესპანური მედია იუწყება, რომ "სევილიამ" და "ბარსელონამ" კლემენტ ლენგლეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
22 წლის ფრანგი მცველი კატალონიელებს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.