"ბარსელონა" მზადაა უსმან დემბელე 100 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
OkDiario-ს მთავარი საფეხბურთო ექსპერტი ედუარდო ინდა იტყობინება, რომ თავდამსხმელმა უსმან დემბელემ შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დემბელეს განათხოვრებას აპირებდა. ინდა კი ირწმუნება, რომ კატალონიურმა კლუბმა უსმანის 100 მილიონ ევროდ გაყიდვის მზადყოფნა გამოთქვა.

მისი სამსახურით "არსენალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.

დემბელე "ბარსელონამ" შარშან "დორტმუნდისგან" 105 მილიონად შეიძინა და 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დემბელეს გაყიდვა ან იჯარით გასხვისება ნამდვილად არ იქნება ბარსას დიდად დამზარალებელი, მაგრამ გაურკვეველია რას აპირებს გუნდის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე? სრული აპათია ბარტომეუს მხრიდან! სანამ ეს კაცი არ წავა პრეზიდენტობიდან, ბარსას ვერაფერს ღირებულს ევროპაში ვერ მოიგებს!
ბიკენტი
14:05 31-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული