18:55 30-05-2018
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკს" გარიგებულ მატჩში მონაწილეობას აბრალებენ? [VIDEO]
AutoSharing Option
"უესკას" ამ თამაშამდე ლა ლიგას საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, "ხიმნასტიკი" კი სეგუნდაზე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და შეხვედრის დაწყებამდე სტუმრებმა მასპინძლებს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს.
AS-ი El Confidencial-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მატჩის დაწყებამდე საათნახევრით ადრე ანომალურად დიდი რაოდენობით ფსონების დადება დაიწყო უკრაინიდან, შესვენებისას კი აზიის ქვეყნებიდან.
ფსონები ძირითადად პირველი ტაიმის 0:0-ზე და მატჩის ტარაგონული გუნდის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაზე დაიდო, რაც გამართლდა. ერთადერთი გოლი "ხიმნასტიკმა" 72-ე წუთზე გაიტანა.
El Confidencial-ი ეთიკისა და პატიოსანი თამაშის კომიტეტის თავკაცს ფრანჩესკო ბარანკას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ამ მატჩზე გაკეთებული ფსონების ანომალურობა. დასახელდა ქალაქები, სადაც ეს ფსონები დაიდო: კიევი, პოლტავა, ნიკოლაევი, ხარკოვი, ოდესა და ბუნებაში არარსებული კროსროსტენი.
თურმე, თამაშის მიმდინარეობისას 30-მა საბუქმეიკერო კანტორამ ფსონების მიღება შეწყვიტა.
კაკაბაძე "უესკასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი გუნდი 2 ივნისს პირველადგილოსან "ვალიადოლიდს" მასპინძლობს, რომელსაც გარანტირებული აქვს პრიმერას საგზური და მოგების შემთხვევაში, "ხიმნასტიკი" ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში ადგილს ინარჩუნებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაო? ეთიკისა და პატიოსანი თამაშების კომიტეტიო? კორუმპირებული კომიტეტია მაგი რო იცოდე შენ, განა მარტო ეს მატჩი იყო გარიგებული> თითქმის ყველა ევროპულ ჩემპიონატებშია გარიგებული თამაშების ბუმი
0
0
გარიგებული კი არა ლოგიკური იყო და იმიტომ დადეს, ყველას 2-იანი გვედო მაგ თამაშზე ჩვენც
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული