ვინ შეცვლის მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანს?

AutoSharing Option
ვინ შეცვლის მადრიდის "რეალიდან" მოულოდნელად აბარგებულ ზინედინ ზიდანს? Independent-ი სამ შესაძლო კანდიდატს ასახელებს.

პირველი გერმანიის ნაკრების მოქმედი დამრიგებელი იოახიმ ლიოვია, მეორე - "ტოტენჰემის" მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, მესამე კი - ლონდონის "ჩელსის" მესაჭე ანტონიო კონტე.

აღსანიშნავია, რომ ესპანური რადიოს, Mitre-ს ჟურნალისტმა ფაბიან გოდოიმ "რეალის" დაანონსებული პრესკონფერენციის წინ განაცხადა, რომ პრესკონფერენციაზე ზიდანი წასვლის შესახებ იტყოდა.

მისივე თქმით, "სამეფო კლუბის" მომავალი დამრიგებელი გუტი იქნება, რომელიც სათავეში ამჟამად ბლანკოსის ახალგაზრდულ გუნდს უდგას.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე წყაროს ვარაუდით, "რეალში" შესაძლოა არსენ ვენგერიც მიიწვიონ.

altამიტომ

მივიღე ეს გადაწყვეტილება - ზინედინ ზიდანი "რეალიდან" მიდის!


მკითხველის კომენტარები / 3 /
პოჩეტინო უფრო მგონია, დანარჩენი ორი ნაკლებად, მაგრამ, მე ვფიქრობ კლოპის ვარიანტიც ღირს განსახილველად
დათო
17:19 31-05-2018
3
კლოპი მოუხდება რეალს
alex
17:17 31-05-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული