ივან რაკიტიჩი: რაღა დაგიმალოთ და რონალდოს "რეალიდან" წასვლა გამიხარდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თავდამსხმელ რონალდოს მიერ "რეალის" შესაძლო დატოვებაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ რონალდომ "რეალი" დატოვოს. ფეხბურთში ხშირად ხდება უცნაური რამეები, ეს ძალიან სწრაფი ინდუსტრიაა. ეს ფეხბურთელი გამორჩეულია და თუ "რეალს" დატოვებს, რაღა დაგიმალოთ და გამიხარდება.

მას საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვუსურვებ. ისევე როგორც ზიდანს, რონალდოსაც ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ", - განუცხადა რაკიტიჩმა "მარკას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული