ეიდურ გუდიონსენის შვილებმა "ბარსელონაზე" უარი თქვეს და "რეალში" გადავიდნენ

AutoSharing Option
ცნობილი ისლანდიელი ფეხბურთელის, ეიდურ გუდიონსენის შვილები მადრიდის "რეალის" აკადემიაში ჩაირიცხნენ.

16 წლის ანდრეი "ესპანიოლში" თამაშობდა, 12 წლის დანიელი კი "ბარსელონას" ლა მასიაში ირჯებოდა.

კატალონიელებს ჰქონდათ სურვილი, ორივე ფეხბურთელი საკუთარ რიგებში ეხილათ, თუმცა ოჯახმა მადრიდში გადაბარგება არჩია.

შეგახსენებთ, რომ ეიდურ გუდიონსენი "ბარსელონას" ღირსებას 2006-09 წლებში იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული