"ელ მადრიგალის" ბინადართა რიგები ამჯერად "ევერტონის" არგენტინელმა მცველმა რამირო ფურეს მორიმ გააძლიერა.
27 წლის სამხრეთამერიკელი ესპანეთში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
რა დაუჯდა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მისი შეძენა და რამდენწლიანი იქნება მორის კონტრაქტი, ჯერჯერობით უცნობია.
"ვილიარელმა", არგენტინელის გარდა, ზაფხულში "ანჟერიდან" კარლ ტოკო ეკამბი, ხოლო "ესპანიოლიდან" ხერარდ მორენო დაიმატა.
ამას გარდა, "ელ მადრიგალზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით ლონდონის "არსენალიდან" სანტი კაზორლა დაბრუნდა.