მალკომმა ახსნა, რატომ არჩია "ბარსელონა" "რომას"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულმა მალკომმა ახსნა, თუ რატომ არჩია კატალონიური გუნდი "რომას".

"ყოველივე ეს ჩემი აგენტის დამსახურებაა. როდესაც გეძლევა შანსი, რომ "ბარსელონაში" ითამაშო, უნდა გამოიყენო.

ბავშვობიდან ვოცნებობდი, ამ კლუბში მეთამაშა. ახლა მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ მომიწევს ასპარეზობა.

ლიონელ მესი ნამდვილი ლეგენდაა და მის გვერდით თამაში უდიდესი გამოწვევა და გამოცდილება იქნება.

მსურს, რომ აქ ჩემი სახელი დავტოვო და ბრაზილიელების მსგავსად, როგორებიც რონალდინიო და ნეიმარი იყვნენ, კლუბისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გავხდე", - აღნიშნა მალკომმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" მალკომი 41 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი ტრანსფერი
"რომაში" უკვე მოგვარებული და გამოცხადებული იყო, თუმცა საქმეში კატალონიელების ჩართვის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წავიდა.

altზაფხულის უღირსი ტრანსფერი - "ბარსელონამ" "რომას" ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა [VIDEO]

alt"ბარსელონამ" მალკომი 41 მილიონად შეიძინა

alt"რომას" პრეზიდენტი: თუ ლეო მესის მოგვცემენ, "ბარსელონას" ბოდიშს მივიღებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული