მინა: მესისთან და სუარესთან ნიძლავი დავდე, ვინ უკეთ დაარტყამდა ჯარიმას, ყოველდღე 50 ევროს ვაგებდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა იერი მინამ Marca-ს მოუყვა, თუ რას გრძნობდა გასულ სეზონში, როდესაც არ ათამაშებდნენ.

"ცუდ რამეებზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერი დასრულებული იყო. იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ კოუტინიო და პაულინიო ჩემს გამხნევებას ცდილობდნენ.

ჩემს პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ თუნდაც ერთი წუთით თამაში მინდოდა, რათა ყველასთვის დამენახებინა, რაც შემიძლია.

რამოდენიმე წუთი მათამაშეს და არაფერი არ გამომივიდა. ვარჯიშზე ნორმალურ პასსაც ვერ ვაძლევდი პარტნიორს. როდესაც გუნდში მივედი, მესისთან და სუარესთან ნიძლავი დავდე, ვინ უკეთ დაარტყამდა ჯარიმას, ყოველდღე 50 ევროს ვაგებდი.

ამაზე მეცინებოდა. ისინი
მონსტრები არიან, ბურთს იქ გაგზავნიან, სადაც სურთ. ჯადოქრები არიან.

ვერ გეტყვით, რა მელის მომავალში, მაგრამ მშვიდად ვარ. 23 წლის ვარ და ყველაფერი წინა მაქვს".

altიერი მინა "ბარსელონადან" "ევერტონში" გადადის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული