დღეს, გამთენიისას, ამერიკული მოსამზადებელი ტურნეს ბოლო მატჩში, "სამეფო კლუბმა" "რომა" 2:1 დაამარცხა.
უესელმა მე-2 წუთზე შესანიშნავი გადაცემით ჯერ მარკო ასენსიოს გაატანინა, მე-15 წუთზე კი თავადაც დალაშქრა მეკარე ოლსენის კარი.
ერთადერთი, რაც "ჯალოროსიმ" მოახერხა, 83-ე წუთზე კევინ სტროოტმანის სხვაობის შემამცირებელი გოლი იყო.
ახლა "რეალი" მადრიდში დაბრუნდება და 11 აგვისტოს სანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის "მილანს" უმასპინძლებს.
ხულენ ლოპეტეგის გაწვრთნილები შემდეგ ტალინში ჩაფრინდებიან და სუპერთასზე 15 აგვისტოს "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ლა ლიგას, "სამეფო კლუბი" პრიმერა დივიზიონს 19 აგვისტოს, "ხეტაფესთან" საშინაო მატჩით გახსნის.
ორშაბათს ბეილი ლოპეტეგის შეხვდება - "რეალს" მის იქით გზა აღარ აქვს
გარეთ ბეილი "რეალში" დარჩება, ვინაიდან ხულენ ლოპეტეგიმ ინგლისური იცის