ბარსელონამ პრიმერას სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მესიმ დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრიმერას პირველ ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ალავესი" 3:0 დაამარცხა.

გუშინ პრიმერამ აიღო სტარტი, დღეს კი "ბარსელონამ" პირველი მატჩი ჩაატარა.

სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს და მხოლოდ მეორე ტაიმში გატყდნენ.

38-ე წუთზე მესიმ ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი პიკემ ვერ ივარგა, მერე ლეომ დემბელე მეკარე პაჩეკოს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ უსმანმა მომენტი გაანიავა.

შესვენების შემდეგ ვალვერდემ სემედოს ნაცვლად კოუტინიო შეუშვა მოედანზე და "ბარსამ" კიდევ უფრო მწვავედ შეუტია: დემბელეს პასით ალბა გავიდა პაჩეკოსთან ერთი-ერთზე, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარის აღება ვერ მოახერხა. 64-ე
წუთზე კი ლეომ საჯარიმოთი საოცარი გოლი გაიტანა.

ეს ესპანეთის ჩემპიონატზე ასულგრანას 6 000-ე გოლი იყო. სხვათა შორის, მე-5 000 გოლის ავტორიც მესია - 2009 წელს.

ცოტა ხნის შემდეგ მან ისევ ძელს გაარტყა ბურთი. შემდეგ სუარესი მეურვეს გაექცა და გოლკიპერი ვერ დაჯაბნა. 83-ეზე კოუტინიომ დალაშქრა სტუმართა კარი, ხოლო კომპენსირებულ დროში მესიმ დუბლი მიითვალა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 52 396 მაყურებელი
ბარსელონა - ალავესი 3:0
გოლები: 1:0 მესი (64), 2:0კოუტინიო (83), 3:0 მესი (90+2)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, უმტიტი, პიკე, ალბა, სერხი რობერტო , რაკიტიჩი, ბუსკეტსი (ვიდალი 85), დემბელე (არტური 77), სემედო (კოუტინიო 46), მესი, სუარესი

ალავესი: პაჩეკო, ლაგუარდია, დუარტე, აგირეგაბარია, მარიპანი, მუბარაკი, ტორესი (მარინი 68), მანუ გარსია), ხონი როდრიგესი (ბასტონი 68), იბი გომესი, სობრინო (ბურგი 71)

alt"ბარსელონამ" ჟოან გამპერის თასზე "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხა [VIDEO]

altჟოზეპ ბარტომეუ: წინათგრძნობა მაქვს, ეს სეზონი "ბარსელონასთვის" ისტორიული იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული