დენის ჩერიშევის წინააღმდეგ ესპანეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
ესპანეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთის ნაკრების და "ვალენსიას" ფეხბურთელის, დენის ჩერიშევის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება ფეხბურთელის მამის, დმიტრი ჩერიშევის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო, რომელიც მან რუსულ გამოცემას მისცა.

ინტერვიუში ის ამბობს, რომ მისმა შვილმა ზრდის ჰორმონის შემცველი ინექცია მიიღო, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ჯანმრთელად შეხვედროდა.

განმარტება დენის ჩერიშევმაც გააკეთა და თქვა, რომ მას არასდროს არ მიუღია არალეგალური ნივთიერება.

რუსი ფეხბურთელი "ვალენსიას" მიმდინარე სეზონში "ვილიარეალიდან" შეუერთდა.

ჩერიშევმა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში დიდი როლი შეასრულა და მუნდიალი ოთხი გატანილი გოლით დაასრულა.

altდიმიტრი

ჩერიშევი: ესპანეთს დავამარცხებთ და 1/4-ფინალში რუსეთი გავა, რადგან...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული