ხოსეპ მარია ბართომეუ თვლის, რომ ლეო "ბლაუგრანაში" ძალიან ბედნიერია და კაპიტნობის შემდეგ შეიცვალა კიდეც.
"მესი ძალიან ბედნიერია. ის მოტივირებულია, რომ "ბარსაში" ტრიუმფების მოპოვება გააგრძელოს. ლეო შეიცვალა, ის ახლა უფრო მეტად პასუხისმგებელია გუნდზე", - განაცხადა ბართომეუმ.
"ბარსელონას" პრეზიდენტი "ჟირონასთან" გასამართი მატჩის აშშ-ში ჩატარების საკითხსაც შეეხო.
"უცხოეთში ჩატარებული მატჩი დაგვეხმარება, გულშემატკივარს უფრო მეტად დავუახლოვდეთ. ასევე, ეს დამატებითი შემოსავლის წყაროცაა" - დაამატა ბართომეუმ.
ლეო მესიმ კაპიტნის სამკლავური მიმდინარე სეზონში ანდრეს ინიესტასგან გადაიბარა.
ვან ბომელი ფეხბურთელებს: ჯერ გაიმარჯვეთ და მესის მაისურისთვის შემდეგ იბრძოლეთ
ლუის სუარესი: პრიზები, რომლებსაც მესი ვერ იგებს, არაფერს ნიშნავს - ის ისტორიაში საუკეთესოა