ლა ლიგას მე-8 ტურში "ვალენსიასთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.
"გუნდი მოედანზე იმ განწყობის გარეშე გავიდა, რომელიც უნდა ჰქონდეს. არადა, ოთხი დღის წინ ყველაფერი იდეალურად იყო. მაშინ თამაში დავიწყეთ და 2 წუთში გავიტანეთ გოლი. ახლა კი პირიქით მოხდა.
სულ მგონია, რომ დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, მაგრამ ვიცით, ყველაფერი შეიცვლება", - განუცხადა ვალვერდემ "მარკას".
"ბარსამ" პრიმერას ბოლო 4 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 3 ფრე და 1 წაგება.