"ვინც ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მიიღო და კარგად ვარჯიშობს, სათამაშო დროს მიიღებს. რამდენიმე ვარჯიში გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთზე იყო ინტენსივობის ისეთი დონე, რომელიც მინდოდა.
მოახლოებული მატჩის მნიშვნელობა დიდია. მასში ქულებს არ მოგვცემენ, მაგრამ ჩვენ იმ სტადიაზე ვართ, როცა თითოეულ თამაშს მნიშვნელობა აქვს. ეს ჩემი გზავნილია ფეხბურთელების მიმართ.
ჩვენს სტილს არ შევცვლით. ბეილის მონაწილეობით უელსის თამაშის ანალიზი მოვახდინეთ. ის გუნდს ორ კომპონენტში ეხმარება - სიჩქარესა და შეტევაში", - თქვა ენრიკემ.
ისევ ალბას გარეშე - ლუის ენრიკემ ესპანეთის შემადგენლობა დაასახელა
მომზადებულია marca.com-ის მიხედვით