"რეალი" კონტეს დაუკავშირდა, თავისი სამსახური კი ბლანკოსს ლაუდრუპმა შესთავაზა

AutoSharing Option
"რეალის" წარუმატებლად ასპარეზობის გამო წყალი შეუდგა მის მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის.

"კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ "რეალის" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება წამოიწყო ანტონიო კონტესთან, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

Telemadrid-ის ცნობით კი "სამეფო კლუბს" თავისი სამსახური მიკაელ ლაუდრუპმა შესთავაზა. ის ამ გუნდში 1994-1996 წლებში თამაშობდა, სათავეში ედგა "ხეტაფეს", მოსკოვის "სპარტაკს", "მალიორკას", "სუონსისა" და კატარის "ალ რაიანს", საიდანაც გასული სეზონის დასრულებისთანავე დაითხოვეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ 28 ოქტომბერს "რეალი" "ბარსელონასთან" დამარცხდა, ლოპეტეგის გადააყენებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"კონტე ამჟამად უმუშევარია" მაგარია... 180 ლარიან პენსიაზეა რა ეხლა ეგეც..
გელა ნუგზარაშვილი
10:23 19-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული