"რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მოკლე კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის და მისი ოჯახის წევრები თავისი ყოფილი აგენტის, ლეო დ'სოუზას გატაცებას ცდილობდნენ.
"რა სჭირს ამ სამყაროს? მომეცით დასვენების საშუალება", - დაწერა კარიმმა სოციალურ ქსელში.
დ'სოუზმ განაცხადა, რომ ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ბენზემა და მისი ოჯახი გატაცებას უპირებდნენ და სასამართლოში უჩივლა.
Mediapart-ი კი იტყობინება, რომ ბენზემამ ზაფხულში "მილანში" გადასვლა არ ისურვა, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" ან პსჟ-ში გადაბარგებაზე უარს არ იტყვის.
ის ბლანკოსში 2009 წელს "ლიონიდან" გადავიდა და მას შემდეგ მადრიდულ
გუნდში 423 მატჩში 197 გოლი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება.