ბენზემა ისევ შარში გაეხვა - ამჯერად ადამიანის გატაცების მცდელობაში ადანაშაულებენ

AutoSharing Option
Mediapart.fr-ს ცნობით, "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ადამიანის გატაცების მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

აღნიშნული გამოცემა იტყობინება, რომ ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა ლეო დ'სოუზამ ბენზემას და მის ოჯახს სასამართლოში უჩივლა. თურმე, კონფლიქტის მიზეზი ფინანსური საკითხი იყო. აგენტმა და მისმა კლიენტმა 50 ათასი ევრო ვერ გაიყვეს და კარიმის ოჯახი 8 ოქტომბერს მის გატაცებას ცდილობდა. პარიზის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ადრე ბენზემა საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის მატიე ვალბუენას დაშანტაჭების გამო სკანდალში გაეხვა - მას ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდა და ფულს სძალავდა. ამის გამო ბენზემა 2015 წლიდან ნაკრებიდან
მოკვეთეს.

მიმდინარე სეზონში "რეალში" კარიმმა 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული