ლა ლიგას მე-9 ტურში "სევილიასთან" მატჩში ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ.
მან მე-18 წუთზე მეტოქე გუნდის ნახევარმცველთან ფრანკო ვასკესთან შეჯახებისას ხელის ტრავმა მიიღო და 26-ე წუთზე შეცვალეს.
ტრავმის მიღებამდე ლეომ ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი გოლიც გაიტანა.
მესიმ ამ სზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
28 ოქტომბერს, პრიმერას მორიგ ტურში "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს.