ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ლა ლიგას მე-9 ტურში "სევილიასთან" მატჩში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის თამაშზე გააკეთა კომენტარი.
"მე მართლა ვფიქრობ, რომ "ვინც "ოქროს ბურთის" გამარჯვებულს ავლენს, ლა ლიგას არ უყურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მესის გარდა სხვას როგორ დააჯილდოვებდნენ.
შესანიშნავი გადაცემა და გოლი პირველ 15 წუთში", - დაწერა ლინეკერმა ტვიტერზე.
მესიმ ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და სამი კვირა გაუცდება.